არქივი3 აპრილი 2026, 15:00
ოკუპირებულ ყირიმში Су-30 ჩამოვარდა
ოკუპირებულ ყირიმში რუსული Су-30 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მოსკოვის დროით 11:00 საათზე მოხდა. აღნიშნულია, რომ დაგეგმილი სასწავლო-სავარჯიშო ფრენის შესრულებისას Су-30 ტიპის თვითმფრინავმა ავარიულად ჩამოვარდა.
აღნიშნულია, რომ ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახდინა და თვითმფრინავის ორი პილოტი სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა იპოვა.
"პილოტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" – განაცხადა უწყებამ.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.