ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ სოხუმში ფრენებს სანქცირებული რუსული კომპანია UVT Aero განახორციელებს, რომელიც სეზონურად ბათუმშიც დაფრიანვს

ოკუპირებულ სოხუმში ფრენებს სანქცირებული რუსული კომპანია UVT Aero განახორციელებს, რომელიც სეზონურად ბათუმშიც დაფრიანვს

ოკუპირებული აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაეშვა. ბორტზე თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა იმყოფებოდა, რომელიც მოსკოვიდან ჩამოფრინდა.
სოხუმი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს UVT Aero ახორციელებს, რომლის ოფისიც ბათუმში მდებარეობს. კომპანიის გვერდზე ვკითხულობთ, რომ UVT Aero თათარისტანის რესპუბლიკაში, 2015 წელს დაარსდა. ავიახაზები 2015 წლიდან რეგულარულად დაფრინავს. 2018 წლის ივლისში რუსულმა ავიაკომპანიამ, რომელიც სანქცირებულია და ევროკავშირის „შავ სიაშია“ შეტანილი პირველი „საერთაშორისო ფრენა“ განახორციელა, მიმართულება: ბათუმი-ყაზანი-ბათუმი.
კომპანიის მფლობელი რუსი ბიზნესმენი და ავიამენეჯერი ტურბაევ პიოტრ ვლადიმეროვიჩია. ავიაკომპანიის ოფისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა 33 ნომერში იძებნება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარი განაცხადა UVT Aero-თვის ჩარტერული ფრენის ნებართვის გაცემაზე, სწორედ იმის გამო, რომ კომპანია სანქცირებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.