ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ნავთობის მოპოვება დაიწყეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ნავთობის მოპოვება დაიწყეს

გასულ კვირას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოფელ ღრომში დაიწყო გეოლოგიური საძიებო სამუშაოები და „გრომსკოეს“ ნავთობის საბადოს განვითარება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა აღნიშნა, ეს ნაბიჯები რესპუბლიკის ეკონომიკაში ახალ სექტორს შექმნის.
SKGMI-ის ნავთობისა და გაზის ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ ბოსიკოვი ამბობს, რომ გეოლოგიური საძიებო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.
„უპირველეს ყოვლისა, ტარდება დიდი ტერიტორიების ფართომასშტაბიანი დათვალიერება, რაც ძირითადად რეგიონულ კომპონენტს განსაზღვრავს. გარდა ამისა, გამოიყენება მაგნიტური და სეისმური კვლევა. ეს ხელს უწყობს დეტალური კვლევის ჩატარებას, რუკების შედგენას და გამოყენებას. ამ ყველაფრის შემდეგ დგება საპროგნოზო რუკა, სადაც გამოიყენება საპროგნოზო კატეგორიები“, - ამბობს ბოსიკოვი.
რაც შეეხება ნავთობის მოპოვების მომგებიანობას, ის შეფასებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.