ოკუპირებულ ზემო არცევთან უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია. მათივე ცნობით, ფაკაური უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა
სუს-ი ირწმუნება, რომ ფრიდონ ფაკაურის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
“საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფრიდონ ფაკაური საოკუპაციო ძალებმა 19 სექტემბერს დააკავეს.
ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლები აძვი და ახალუბანი და ამ ტერიტორიაზე მოქალაქეების დაკავების შემთხვევები ხშირია.
ბოლო შემთხვევა კონფლიქტის ზონაში 24 სექტემბერს, ასევე სოფელ არცევში მოხდა, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი მოქალაქე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი