პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას აფხაზური „ტელეგრამ“ არხი „აიაშარა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ჩოლარიების ოჯახს ეკუთვნოდა. ხანძარმა სახლი მომენტალურად მოიცვა და ხუთი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ტელეგრამ“ არხის „აიაშარას“ ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსტანტინე ფილია იმყოფებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.