არქივი7 თებერვალი, 2025, 12:08
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 თებერვლიდან ელექტროენერგიაზე შეზღუდვები უქმდება

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 თებერვლიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა უქმდება. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად ოკუპირებული რეგიონის ენერგოსისტემა ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებს.
6 თებერვალს რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრა გუნბას შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსულმა მხარემ სოხუმის დე ფაქტო მთავრობას ენერგოკრიზისის მოგვარების გადაწყვეტილება შესთავაზა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.