ოკუპირებულ აფხაზეთში “უშიშროების საბჭოს” ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა “უშიშროების საბჭოს” ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას.
მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნბას გარდა, საბჭოს შემადგენლობაში შედიან
· ბესლან ბიგვავა, “ვიცე-პრეზიდენტი”;
· ადგურ აგრბა, “გენერალური პროკურორი”;
· ვლადიმირ ანუა, “თავდაცვის მინისტრი”;
· ლაშა აშუბა, “პარლამენტის თავმჯდომარე”;
· ოლეგ ბარციცი, “საგარეო საქმეთა მინისტრი”;
· დმიტრი დბარი, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე”;
· ვლადიმირ დელბა, “პრემიერ-მინისტრი”;
· რობერტ კიუტი, “ვიცე-პრემიერი, “შინაგან საქმეთა მინისტრი”;
· რაულ ლოლუა, “უშიშროების საბჭოს მდივანი”;
· ვლადიმირ სავჩენკო, “შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი”;
· ბესლან ეშბა, “პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი”.
ბრძანებულებას ხელი 16 ივნისს მოეწერა, „პირის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მოსამზადებლად“.
გუნბამ “პრეზიდენტის” პოსტი მიმდინარე წლის 2 აპრილს დაიკავა. 1 მარტს ჩატარებული “არჩევნების” მეორე ტურის შემდეგ მან ხმების 54,73% (54 954 ადამიანი) მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს