ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი კვლავ დადგა - Эхо Кавказа

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი კვლავ დადგა - Эхо Кавказа

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი კვლავ დადგა, რასაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს, რომელშიც ბენზინგასამართ სადგურებთან მდგარი გრძელი რიგები ჩანს.
რადიო თავისუფლების პროექტის, Эхо Кавказа-ს ცნობით, სიტუაცია, როგორც წარსულში, კვლავ რუსეთთან არის დაკავშირებული, რომელიც მარიონეტული რეჟიმის ნავთობპროდუქტების ერთადერთი წყაროა. თავად რუსეთში კი პრობლემა უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები იწვევს.
კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ადგილობრივმა კომპანია AZiD-მა, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს სიტუაცია „ახალი არ არის“ და იმედს გამოთქვამს, რომ "მწვავე ფაზა უახლოეს დღეებში მოგვარდება“. ამასთან, კომპანია მოსახლეობას ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ „სიტუაციის პოლიტიზირება საკითხს ვერ მოაგვარებს“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.