ოკუპირებულ აფხაზეთში მინისტრთა დე-ფაქტო კაბინეტი დაკომპლექტდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა დაამტკიცა და მთავრობის წევრები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ხუთამდე გაიზარდა „ვიცე-პრემიერების“ რაოდენობა, „მინისტრების“ კი თხუთმეტამდე.
დე ფაქტო ვიცე-პრეპრემიერები იქნებიან:
· ჯანსუხ ნანბა;
· ტარას ხაგბა;
· ვარაზდატ მინოსიანი;
· რობერტ კიუტი;
· იატირ აჟიბა.
დე ფაქტო საგარეო უწყებას სერგეი შამბას ნაცვლად ოლეგ ბარციცი უხელმძღვანელებს, რომელიც გუნბას ერთ-ერთი კონკურენტი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე. რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელი არ შეიცვალა, მათ შორის თავდაცვის მინისტრად ისევ ვლადიმირ ანუა დაინიშნა.
დე ფაქტო სამინისტროებს უხელმღვანელებენ:
· საგარეო საქმეთა მიმართულებით - ოლეგ ბარციცი;
· კულტურის მიმართულებით - დაურ კოვე;
· თავდაცვის მიმართულებით -ვლადიმერ ანუა;
· ჯანდაცვის მიმართულებით -ედუარდ ბუტბა;
· შემოსავლების მიმართულებით - ედგარ ბენია;
· განათლების მიმართულებით - ხანა გუნბა;
· ფინანსთა მიმართულებით - საიდ გუბაზი;
· სოფლის მეურნეობის მიმართულებით - ბესლან ჯოპუა;
· იუსტიციის მიმართულებით - ანრი ბარციცი;
· ეკონომიკის მიმართულებით - თეიმურაზ მიქვაბია;
· ენერგეტიკის მიმართულებით - ბატალ მუშბა;
· სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებით - რუსლან აჟბა.
რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა ვლადიმერ დელბა.
2025 წლის 2 აპრილს ბადრა გუნბა ოფიციალურად შეუდგა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე მან სოხუმის სანაპიროზე უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს.
წყარო: რადიო თავისუფლება
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.