ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება იძაბება - აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება იძაბება - აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობის ეზოში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ადგილობრივ ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ე.წ. უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები ისევ გრძელდება.
ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი დემონსტრანტებთან გავიდა და მოთხოვნების ე.წ. პრეზიდენტისთვის გადაცემას დაჰპირდა.
მანამდე, ე.წ.პარლამენტში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტისთვის კენჭისყრა გადაიდო.
თუმცა, აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ე.წ.დეპუტატებმა ე.წ.შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ ხმა დღესვე მისცენ.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.