ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოთხი „კანდიდატი“ დაარეგისტრირა: ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა; რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენელი, ოლეგ ბარციცი; ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის“ ლიდერი, ადგურ არძინბა და ე.წ. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, რობერტ არშბა.
ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას „პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“ ვალერი ბგანბა შეასრულებს.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს