პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა | ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
💬"რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია რეჟიმი „უპილოტო საფრთხე“. საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს ვთხოვთ, დაიცვან უსაფრთხოების ზომები: არ იმყოფებოდეთ საფრენი აპარატის პირდაპირი ხედვის ზონაში. გააფრთხილეთ გარშემომყოფები საფრთხის შესახებ. ნუ ეცდებით აპარატის ჩამოგდებას ხელთ არსებული საშუალებებით და ნუ შეეხებით ნამსხვრევებს - შესაძლოა ისინი დანაღმული იყოს ან შეიცავდეს რადიოაქტიურ ნივთიერებებს." - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.