ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული ცხინვალი საქართველოში არჩევნების გამო ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ცხინვალი საქართველოში არჩევნების გამო ე.წ. საზღვარს კეტავს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო დაიკეტება ე.წ. გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ და „პერევი“. გადაწყვეტილება მიიღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული თათბირზე, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების: "რაზდაჰანი" და "პერეუ" მუშაობა გამარტივებული წესით, 2024 წლის ოქტომბერში, შეჩერდეს“, - აღნიშნულია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებს ე.წ. საზღვრის კვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლოთ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.