ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს არ დატოვებს და მის აღიარებას არ გააუქმებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს არ დატოვებს და მის აღიარებას არ გააუქმებს

საქართველომ უნდა გაიგოს, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ შეიცვლება და ურთიერთობების კონსტრუქციულ საფუძველზე აგებისკენ გადავიდეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„რაც შეეხება თბილისის მოწოდებებს რუსეთის მიმართ, გავიდეს სამხრეთ ოსეთიდან და გააუქმოს აღიარება, არაერთხელ ვნახეთ, როგორ უსვამს ხაზს რუსეთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილებებს უმაღლეს დონეზე. რუსეთი, როგორც ბირთვული ძალა და მთავარი გლობალური ძალა, არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს და აღიაროს ეს რეალობა“, - განაცხადა ჯიოევმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.