ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელმა საპატრულო გემმა დღეს დატოვა - უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები

ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელმა საპატრულო გემმა დღეს დატოვა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.
პლეტენჩუკის თქმით, საპატრულო გემი ყირიმიდან გავიდა ორი დამხმარე გემის თანხლებით, რომელიც არ არის საბრძოლო გემები.
„მოწინააღმდეგის ტაქტიკა შავ ზღვაში ჯერჯერობით შემოიფარგლება მხოლოდ ბაზებს შორის გადასვლებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.