ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს – ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო

ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს – ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო
ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს დამოკიდებულებას მოსკოვის მიმართ, თუ ისინი განსხვავებულ ზომებს მიიღებენ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ესპანურ გამოცემა El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ „გასულ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს“.
„ეს [ოკუპირებული] ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს. იქ მცხოვრები ხალხი საუკუნეების მანძილზე ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს პოზიციას ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ისინი საქართველოს უძველესი ისტორიული ტერიტორიებია. უნდა აღინიშნოს, რომ ამის გამო ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, და ეს პრინციპული საკითხია.
რა თქმა უნდა, ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს დამოკიდებულებას მოსკოვის მიმართ, თუ ისინი განსხვავებულ ზომებს მიიღებენ. დასამალი არაფერია. ყოველივე დანარჩენი სპეკულაციაა, მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებასთან ჩვენი დაკავშირების მცდელობა. რა მიდგომა იქნება რუსეთისთვის სასარგებლო ამ შემთხვევაში? ისინი [დასავლეთი] ძლიერად ცდილობენ, აქ ხელისუფლება შეცვალონ და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
მათ, ვისაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურს, უნდა ესმოდეთ, რომ ამ დესტაბილიზაციას სწორედ რუსეთი გამოიყენებს. რუსული არმია ჩვენგან 40 კილომეტრშია. […] ჩვენ ვხედავთ რუსულ იმპერიალისტურ მისწრაფებას. მაგრამ როგორ აღვუდგეთ რუსეთს? სად ვიპოვოთ გამოსავალი? როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ჰეგემონი ქვეყნის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, თქვა: „ომი შეცდომა იყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
კითხვაზე, მსხვერპლი უკრაინაა. მაგრამ ვინ არის აგრესორი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი!
„ეს ფაქტია. მაგრამ გვაქვს თუ არა ჩვენ, ან თქვენ, სიტუაციის შეცვლის ძალა? და აგრესიამდე, განა არ ვიცოდით უკვე, რომ რუსეთი ასეთი ძლიერი იყო?“, – დასძინა მიხეილ ყაველაშვილმა.
გასულ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით