ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსეთის ფედერაციასთან სასაზღვრო ტერიტორიებზე" უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ განაცხადა.
მიზეზი 28-დან 30 ნოემბრის ჩათვლით რუსეთში, "სირიუსის" სამეცნიერო და ხელოვნების პარკში ახალგაზრდა მეცნიერთა III კონგრესის გამართვაა.
გარდა ამისა, აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან საგზაო პოლიციის პუნქტი "ხოლოდნაია რეჩკა" გაიხსნა.
"ეხო კავკაზა" წერს, რომ მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მეცნიერთა კონგრესზე სიტყვით გამოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.