ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრი რუსეთიდან ფინანსური დახმარების შეჩერებაზე - მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შევძლებთ, მაგრამ მომავალში ცოტა გართულდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრი რუსეთიდან ფინანსური დახმარების შეჩერებაზე - მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შევძლებთ, მაგრამ მომავალში ცოტა გართულდება

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, ამ ეტაპზე, ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის, 141 მილიონი რუბლის (1.6 მილიონი აშშ დოლარის) გადარიცხვა შეუჩერა, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ დელბამ მედიასთან ინტერვიუში განახადა.
მისი თქმით, ეს თანხა წლიური ოდენობის 1/12-ია.
ვლადიმერ დელბას განმარტებით, სოციალური სფეროს მუშაკების ხელფასების დაფინანსების შესახებ შეთანხმების განხორციელება შეჩერებულია აფხაზური მხარის მიერ აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის პირობების შეუსრულებლობის გამო.
კერძოდ, 1-ელ აგვისტომდე აფხაზეთს უნდა მოეხდინა ხელშეკრულებების რატიფიცირება რუსეთის იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელების და ეკონომიკურ პროექტებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.
ვლადიმერ დელბას განცხადებით, აფხაზეთის ბიუჯეტი მიმდინარე თვეში ხარჯების ანაზღაურებას შეძლებს, მაგრამ „მომავალ პერიოდებში ეს ცოტა გართულდება“.
„დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება, რომ აფხაზური მხარე მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხების გადასაჭრელად და შესაბამისად, ჩვენ დროულად მივიღებთ რუსეთის ფინანსურ დახმარებას“, - აღნიშნა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.