ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხის ჩახშობის" შესახებ განაცხადა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება.
დე ფაქტო უწყების ცნობით, გალის რაიონის სოფელ (ბღურაში) მეორე ოტობაიაში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვით", რომლებიც ე.წ საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ.
"დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა, ргд 5, ტროტილი 1600 გ პლასტიდი - 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მათი კომენტარი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.