ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა პარლამენტში „უცხო აგენტების შესახებ“ კანონპროექტი შეიტანა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში „უცხო აგენტების შესახებ“ კანონპროექტი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კანონპროექტის თანახმად, უცხო აგენტებად შეიძლება აღიარებული იყოს როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე, ფიზიკური პირები.
„აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, უცხოეთის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები შესაძლოა აღიარებულ იქნან ფიზიკურ პირებად, რომლებიც უცხო აგენტის ფუნქციებს ასრულებენ, თუ ისინი ფულად სახსრებს და (ან) სხვა საკუთრებას იღებენ საზღვარგარეთ წყაროებიდან, - ნათქვამია ტექსტში.
სახელმწიფოებისგან, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს (რუსეთი, ვენესუელა, სირია, ნიკარაგუ, ნაურუ), ან ამ სახელმწიფოებში დარეგისტრირებული მოქალაქეებისგან ან იურიდიული პირებისგან ფულადი სახსრების მიღება არ ჩაითვლება არაკომერციული ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის “უცხო აგენტად” აღიარების საბაბად.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.