ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცესკოს“ განცხადებით, „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.
„გუშინ, 1-ელ მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც შეადგენს 100 412 ადამიანს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ მიიღო ხმების 41.54%-ი, ბადრა გუნმაბ - 54.73%-ი, აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია ბადრა გუნბა“, - განაცხადა ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ“ დიმიტრი მარშანმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ გუშინ ჩატარდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.