არქივი12 მაისი, 2025, 10:07
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი - საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა - აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა

საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - განაცხადა გუნბამ.
მისი თქმით, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობით.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.