ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოსკოვში ჩადის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოსკოვში ჩადის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის ელჩზე, ალხას კვიცინიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ბადრა გუნბამ მიწვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.
„აფხაზეთის პრეზიდენტმა პუტინისგან 9 მაისის აღლუმზე მოწვევა მიიღო და სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებლად ეწვევა მოსკოვს“, - აღნიშნა ალხას კვიცინიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.