ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „თანამდებობას“ ტოვებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია„თანამდებობიდან“ გადადგება. ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, ვაცხადებ გადადგომას აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან“, – ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.
ასევე, შეთანხმების მიხედვით, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები 19 ნოემბერს უნდა დაიშალონ, ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბჟანია „გადადგომაზე“ უარს განაცხადებს.
დღეს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი ბჟანიას „გადადგომის“ საკითხს განიხილავს, მის მოვალეობას კი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი – მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. Land lord-ის მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს