ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა და ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი АМРА-life-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო.
გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.