ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში „დეპუტატებმა“ სხდომაზე, სადაც რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება იგეგმებოდა, დღის წესრიგი არ დაამტკიცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სესია გაიხსნა, სადაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“ რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდება, – ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს.
ამასთან, ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. „დეპუტატებმა“ „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა.
„სხდომა უნდა შედგეს და დეპუტატებმა საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნან. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბამ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია