ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრი გუნბა შეასრულებს. დე ფაქტო პრემიერის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. თანამდებობა დატოვა დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრ ანკვაბმაც.
ბჟანიას გადადგომას წინ უძღოდა მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები. 15 ნოემბერს რუსულ-აფხაზური "საინვესტიციო შეთანხმების" მოწინააღმდეგეებმა სამთავრობო შენობების კომპლექსის ღობე ჩამოიღეს და ტერიტორიაზე შევიდნენ.მათ დე ფაქტო პარლამენტის შენობა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაიკავეს. პროტესტის ფონზე დე ფაქტო პარლამენტმა გააუქმა სესია, სადაც საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება უნდა განეხილათ, ხოლო მოგვიანებით ბჟანიას ოფისში განაცხადეს, რომ დოკუმენტს უკან გაიწვევდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.