ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპანტი ამტკიცებს, რომ სუსის აგენტები დააკავა

ოკუპანტი ამტკიცებს, რომ სუსის აგენტები დააკავა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავეს.
საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ კაცი „საქართველოს სპეციალურ სამსახურს კლასიფიცირებული ინფორმაციას” აწვდიდა.
51 წლის მოქალაქე, რომელიც სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი იყო, სტაბილურ კონტაქტს ინარჩუნებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და მათ გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამგზავრების, ასევე სამხრეთ ოსეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ, – აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. კგბ.
დაკავებულის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე – ღალატის მუხლის საფუძველზე.
რეჟიმის განცხადებით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები კიდევ 5 პირთან მიმართებაში, რომლებიც ასევე თანამშრომლობენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.