ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპანტებმა ხერსონში ბავშვთა ბიბლიოთეკა დაბომბეს

ოკუპანტებმა ხერსონში, ბავშვთა ბიბლიოთეკა დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეკსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
"ბავთვთა ბიბლიოთეკა. დილის ექვს საათზე. პირდაპირი დარტყმა რაკეტით. ბარბაროსებმა გაანადგურეს ხერსონის წიგნების კოლექცია, რომელიც წლების მანძილზე სიამოვნებას ანიჭებდა ყველაზე ახალგაზრდა ვიზიტორებსა და მათ მშობლებს". – წერს პროკუდინი ტელეგრამზე.
პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ის ასევე პირობას დებს, რომ ბიბლიოთეკის შენობა აუცილებლად თავიდან გაკეთდება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.