ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავენ

ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავენ

ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავენ.
სამუშაო ფორმატში ისინი განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ხელახალი არჩევნების ჩატარების წესებზეც ისაუბრებენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე და პროტესტის მთავარ მოთხოვნაზე - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ისაუბრებენ.
“ვიკრიბებით, რომ შევაჯეროთ მოსაზრებები, ბუნებრივია, შემდეგ აუცილებლად იქნება პრეზიდენტთან კოორდინაცია”, - აღნიშნა წერეთელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.