ოთო ფარულავა სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა და 5 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ოთო ფარულავა სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ფარულავას ასევე 3 წლის ვადით ჩამოართვა მართვის მოწმობა. მოსამართლისვე გადაწყვეტილებით, ის 5 წელი თანამდებობაზე ვერ დაინიშნება. ოთო ფარულავა სოციალურ ქსელში წერს:
„8 ივნისს მე და ჩემმა მეგობრებმა უარი ვთქვით ნარკოტესტირებაზე, პოლიციასთან ერთად წასვლაზე და არც ოთხსაათიანი ვადა გამოვიყენეთ დამოუკიდებელი ტესტირებისთვის. ამ ფორმით ჩვენი პროტესტი გამოვხატეთ მავნე და ღირსების შემლახავი პრაქტიკის დაბრუნების წინააღმდეგ.
დღეს სასამართლომ ამ საქმეზე დამაჯარიმა 1000 ლარით, 3 წლით ჩამომართვა მართვის მოწმობა და 5 წლით ამიკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა. ბრძოლა გრძელდება!“

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა