ოთარ შამუგია დუბაიში გამართულ მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ გარემოს დაცვის მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის რუსლან სტრილეცის მოწვევით გაიმართა, მოლდოვას, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ჩეხეთის, კანადის, ს, ფინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მონტენეგროს, რუმინეთის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, ღონისძიება აერთიანებს ქვეყნებს, რომლებსაც გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების კუთხით არსებული გამოწვევების გადაწყვეტის სფეროში საერთო ვალდებულებები აქვთ.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა არსებულ მოცემულობაში და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ამბიციური გეგმების შესრულებას, რაც უკავშირდება ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობისკენ სვლას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე მ გარემოსდაცვითი დეკლარაციის პროექტი წარადგინა.
„დეკლარაცია სამართლიანად უსვამს ხაზს, რომ ომით გამოწვეული გარემოსდაცვითი ზიანი ძირს უთხრის გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის და ტოქსიკური ნივთიერებების ემისიების შემცირებისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP 28) კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმაა. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 100 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება