ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოთარ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს

ოთარ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არ აღიარებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ბრალდებას. ამის შესახებ “ტვ პირველს” მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.
მოსიაშვილის თქმით, ფარცხალაძე დარწმუნებულია, რომ “ობიექტური სასამართლოს პირობებში, უდანაშაულობას დაამტკიცებს”.
29 დეკემბერს შსს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მკვლელობის ანგარებით ორგანიზებაში ბრალი წარუდგინა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ფარცხალაძეს გამოძიება ადანაშაულებს ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ანგარების გამო ორგანიზებაში
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა შეკვეთით და ანგარებით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.
გამოძიების მიხედვით, ფარცხალაძე დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელია – მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა. ის აშშ-მა 2023 წელს დაასანქცირა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.