ოთარ ფარცხალაძემ საბძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას “გეორგიევსკი” დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნა.
ფარცხალაძე-რომანოვი ამბობს, რომ მისი დანაყოფი ინტერნაციონალურია.
სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე 1945 წელს, ჩემი თითოეული მეოთხე თანამემამულე იბრძოდა თავისუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც მაშინ, მტრის განადგურების სიმბოლოს კვლავ აღმართავენ რუსი და ქართველი,” – ამბობს ფარცხალაძე-რომანოვი.
ფარცხალაძის თქმით, მისი დანაყოფის დასახელება უკავშირდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს.
ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრის და საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის თქმით, მისი ამოცანაა “ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა ბოროტებასთან”.
ფარცხალაძის თქმით, საბრძოლო მოქმედებების დასაწყისიდანვე თავის გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუს სამხედრო მოსამსახურეებს, ახლა კი ეს დახმარება სულ სხვა ეტაპზე გადადის.
ოთარ ფარცხალაძის ფოტოს ფრონტის ხაზიდან მისი მეგობარი, მამუკა ფიფია ტელეგრამ არხით ავრცლებს.




