არქივი8 ოქტომბერი, 2024, 19:06
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი ნახევარმცველი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა, რომელიც 1997 წლიდან თამაშდება.
კიტეიშვილის "შტურმი" გასულ წელს ავსტრიის ჩემპიონი გახდა. ქართველმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.