ოთარ ზურაბიშვილი – არჩევნების შედეგებს ვგმობ, პატივს ვცემ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს და მომავალ არჩევნებს იცავენ – მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია

არჩევნების შედეგებს ვგმობ, პატივს ვცემ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს და მომავალ არჩევნებს იცავენ, რომელიც ჩვენი საერთო მიზანია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.
ის თსუ-სთან მიმდინარე აქციას, საიდანაც მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან, შეუერთდა.
„ყველამ იცის, რომ მთელი მსოფლიო ოპოზიციას უჭერს მხარს, ასევე გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებას. გუშინ ერთი მხარდამჭერი გამოჩნდა, პრორუსული ევროპარლამენტარი, რომელიც პუტინის მეგობარია, ესენი არიან “ოცნების” მხარდამჭერები? ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, საჭიროა, ვიყოთ მხნედ და გამძლეობით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, ის 25 ნოემბერს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდება.
„მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია, ამ მთავრობას არავინ ცნობს. იძულებული იქნებიან ყველანაირად, რომ წესიერი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატარონ, ამისკენ უნდა წავიდეთ”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)