ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოთარ ზურაბიშვილი - არავინ ელოდებოდა, რომ აქცია, პროტესტი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ გაძლო და კიდევ გაუძლებს - "ქართული ოცნება" ნელ-ნელა იშლება

ოთარ ზურაბიშვილი - არავინ ელოდებოდა, რომ აქცია, პროტესტი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ გაძლო და კიდევ გაუძლებს - "ქართული ოცნება" ნელ-ნელა იშლება

ასე შორს ვერ წავა, ნელ-ნელა იშლება და დაიშლება ძალიან სწრაფად, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
აღნიშნული განცხადება ოთარ ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც მე-80 დღეა ხალხი ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს.
“არავინ ელოდებოდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა აქცია, პროტესტი, მაგრამ გაძლო და კიდევ გაუძლებს. დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაგრძელდება, სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, არ დაინიშნება ახალი არჩევნები და სანამ არ გამოუშვებენ სინდისის პატიმრებს.
ხალხი არ თმობს. ხელისუფლებას უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ასე შორს ვერ წავა, ნელ-ნელა იშლება და დაიშლება ძალიან სწრაფად”, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.