ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოთარ გრიგოლია - რადიკალური ოპოზიციისთვის დემოკრატია და ევროპა კარგია მაშინ, როცა ეს მათ სასარგებლოდ მუშაობს. როდესაც დემოკრატია და ევროპა საუბრობს სამართლიანობაზე, მათთვის ეს მიუღებელია

ოთარ გრიგოლია - რადიკალური ოპოზიციისთვის დემოკრატია და ევროპა კარგია მაშინ, როცა ეს მათ სასარგებლოდ მუშაობს. როდესაც დემოკრატია და ევროპა საუბრობს სამართლიანობაზე, მათთვის ეს მიუღებელია

რადიკალური ოპოზიციისთვის დემოკრატია და ევროპა კარგია მაშინ, როცა ეს მათ სასარგებლოდ მუშაობს. როდესაც დემოკრატია და ევროპა საუბრობს სამართლიანობაზე, მათთვის ეს მიუღებელია,- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლიამ, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, რომელმაც საკმაოდ კონსტრუქციული წინადადება ჩამოიტანა და მოლაპარაკებებს აწარმოებს. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი გაემიჯნა ევროპული სტრუქტურების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტს და გაემიჯნა მოლაპარაკებებს.
„პოლიტიკური ძალები ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ. ეს გეგმა ჩავარდა და ახლა ეს ადამიანები დესტრუქციას უკვე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს უწყობენ, რომელმაც საკმაოდ კონსტრუქციული წინადადება ჩამოიტანა საქართველოში და მოლაპარაკებებს აწარმოებს. რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი გაემიჯნა ამ მოლაპარაკებას, გაემიჯნა ევროპული სტრუქტურების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტს. რადიკალური ოპოზიციისთვის დემოკრატია და ევროპა კარგია მაშინ, როცა ეს მუშაობს მათ სასარგებლოდ და ისინი იმარჯვებენ, როდესაც დემოკრატია და ევროპა საუბრობს სამართლიანობაზე, მათთვის ეს მიუღებელია. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს პოლიტიკის მიღმაა, უნდა დაუბრუნდეს თავის საქმიანობას ზოგი პარლამენტში, ზოგი საკრებულოში და „მასკარადს“ ჩვენს ქვეყანაში ბოლო უნდა მოეღოს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.