ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ კონჭკათის ცენტრიდან-შრომა-ორმეთის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს პირველი ეტაპის სამუშაოები – ეწყობა 2 610 მეტრი სიგრძის გზა და სანიაღვრე არხები; პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 099 978 ლარს შეადგენს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.