ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ათდღიან ფესტივალზე, სახელწოდებით „ნოდარ დუმბაძე – ქართული მწერლობა“, 15-მა ქართულმა და ექვსმა უცხოურმა თეატრალურმა დასმა მაყურებელს 21 სპექტაკლი შესთავაზა.წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძისა და სხვა ქართველი კლასიკოსების პროზის მიხედვით შექმნილი სპექტაკლები.
ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობდნენ ისრაელისა და საბერძნეთის თეატრები. ასევე, წარმოდგენილი იყვნენ დასები: აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.
12 ნომინაციაში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები, დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის „ქართული მწერლობა თეატრის სცენაზე“ ფარგლებში უცხოურ დასებს გადაეცათ ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების სინოპსისები, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თეატრალურ სამყაროში ქართული მწერლობის პოპულარიზაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”