ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოზურგეთში ავარიას 70 წლამდე პედაგოგი ემსხვერპლა

ავარაია ოზურგეთში - შემთხვევას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა. გავრცებეული ინფორმაციით, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ავტომობილი სკოლიდან სახლში მიმავალ ხანდაზმულ პედაგოგს დაეჯახა.

"გურია ტვ"-ის ცნობით, დაშავებული ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში" გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა, თავის ქალის მძიმე ტრავმის გამო ვერ მოხერხდა.
როგორც მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც არის ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.