ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი. როგორც რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში” გვითხრეს, მატარებელში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა და ისინი უკვე აღარ არიან ადგილზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!