ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონში ხანძარი გაჩნდა

ოზურგეთიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა გომი-აგარის მონაკვეთზე, ხაშურთან მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელში გამოცხადდა ევაკუაცია და მგზავრები გადაიყვანეს უსაფრთხო სივრცეში.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მუშაობენ მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე – გზაშია დამატებითი მატარებელი.
საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზებზე ჯერ არც უწყება საუბრობს და არც კომპანია. საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს კვლევა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.