არქივი25 თებერვალი, 2025, 00:40
ოზურგეთის სოფელ კონჭკათში მამაკაცი დაიღუპა - არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა და ნგრევას ემსხვერპლა

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც ბეტონის ფილა დაეცა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულია ადგილობრივი, შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და ნგრევას ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.