ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება იყო

ოპოზიციონერ დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილს სურდა მერისთვის, ავთანდილ თალაკვაძისთვის, გადაეცა თბილისში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები – დაპირისპირება ამ ქმედებას მოჰყვა. ოპოზიციონერ დეპუტატს დაცვის სამსახურის თანამშრომლები გადაეღობნენ და ფოტოები გამოსტაცეს ხელიდან.
„TV პირველის“ ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თქვა, რომ მის ოპერატორს პანღური ამოარტყეს. ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაუპირისპირდა „რუსთავი 2-ის” თანამშრომელს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კი უკვე 28-ე დღეა ათასობით ადამიანი ითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს. ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის ინიციატორი.
28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიცია აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობდა. მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”