ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
ახალი საბავშვო ბაღი, Design-Build მეთოდით 75 ბავშვზე იქნება გათვლილი; მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები და სველი წერტილები; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 482 623 ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
Previous: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეს საჩუქრად თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო გადასცა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.