ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 4 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 4 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკგძელა-კაპროვანის დამშრობ მასივზე სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებებს ატარებს – ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
„სოფელ ნატანებში მაგისტრალური და შემკრები არხების, ჯამში, 4 კილომეტრამდე მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობის ზრდასა და მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
„საქართველოს მელიორაცია“ სისტემატურად ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს როგორც სარწყავი, ასევე, სადრენაჟე ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.