ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისური როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის სოლისტი, ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ დასავლური მედია მის ოჯახზედაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში არ არის ნახსენები, თუმცა ნათქვამია, რომ ის დღეს დილით გარდაიცვალა.
„ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, სიყვარულით იყო გარშემორტყმული. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს ასეთ დროს", - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოზი ოსბორნმა ბოლო კონცერტი ჯგუფთან ერთად ცოტა ხნის წინ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გამართა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.