ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოდიშარია უზენაესის 2 მოსამართლეზე: ვურჩევდი, დაანებონ კეკლუცობას თავი

დეპუტატი ბექა ოდიშარია უზენაესის ორ მოსამართლეს, რომლებიც ე.წ. ვეტინგზე სასამარტლოს განცხადებას არ იზიარებენ, ურჩევს "კეკლუცობას თავი დაანებონ". საუბარია ეკატერინე გასიტაშვილა და ნინო ბაქაქურზე.
"აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს, რომ მე როგორც პარლამენტის წევრსა და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს, რომ შევიდე გარკვეულ კონფლიქტში, მით უმეტეს დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან. მაგრამ ამ ორ მოსამართლეს რჩევას მივცემდი, რომ მათაც დაანებონ კეკლუცობას თავი, რადგან არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა. შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება მგელმა შეჭამოს, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები, ხომ იცით, როგორც ხდება?" - განაცხადა ოდიშარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.