ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოდიშარია ნაცვლიშვილს: ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა

"გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა - უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ "ისტებლიშმენტზე" როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ - ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა"  -  მიმართა "ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის სხდომაზე "ლელოს" დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, როდესაც ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ დარბაზში ხმაური იყო და საკუთარი თანაგუნდელებისთვის მოეწოდებინა, მოესმინათ მათივე კოლეგისთვის - ნინო წილოსანისთვი, რომელიც ტრიბუნასთან საუბრობდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.